|
2022-06-07 14:38:18, 1003 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბერძენიშვილი - არ იქნება ბიძინა ივანიშვილი, არ იქნება არც პარტია „ქართული ოცნება“ თავის კობახიძეებიანად
არ იქნება ბიძინა ივანიშვილი, არ იქნება არც პარტია „ქართული ოცნება“ თავის კობახიძეებიანად - ასე პასუხობს „რესპუბლიკური" პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც განაცხადა რომ ძმებ ბერძენიშვილებს „ გამორჩეული ზიზღი აქვთ ქართველი ხალხის მიმართ“ ბერძენიშვილი კობახიძეს „ მეჩაიე დეპუტატს“ უწოდებს და თვლის, რომ მისი განცხადებები ქვეყნის რეპუტაციისთვიდ დამაზიანებელია. " ეს არის ყველას დაშინება, ეს არის მუქარა და ეს ტექსტი არ უწყობს ხელს კანდიდატობის მიღებას. ყველა ელჩი უკვე საქმის კურსშია. ეს არის გახელისუფლებულ "ქართულ ოცნებაში" ბიძინა ივანიშვილის მიერ ვეზირებად დანიშნული ადამიანები, რომლებიც კადრულობენ უკადრებელს, როცა არაგაქვს საკუთარი პრინციპები, წონა, ტრადიცია, ბუნებრივია, მაშინ რასაც დაგავალებენ იმას იტყვი. კომუნისტებიდან მოყოლებული ყველა ებრძოდა რესპუბლიკურ პარტიასაც და ძმებ ბერძენიშვილებსაც. რომელმა იხეირა? ჩვენ არ დავმარცხებულვართ რომელიმე ხელისუფლებასთან, ჩვენზე არ გაუმარჯვია არცერთ ხელისუფლებას და მითუმეტეს ახლა კობახიძის ნაირი მეჩაიე დაბუტატები, ერთჯერადი დეპუტატები ვერ დაგვამარცხებენ."- განაცხადა ბერძენიშვილმა. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები არიან ახალი დროის ბოლშევიკები, რომლებიც დღეს ცდილობენ პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები, ბოლშევიკები ასი წლის წინ უროთი ანგრევდნენ.ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეროვნული იდენტობის მიმართ შეტევის ახალი ტალღა მიმდინარეობს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)