|
2022-06-05 12:06:54, 1227 ნახვა
პოლიტიკა
რა უპირატესობები აქვს საქართველოს ასოცირებული ტრიოსთან მიმართებით? - კობახიძის განმარტება
,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE” სტუმრობის დროს საქართველოსა და მოლდოვას შორის პარალელები გაავლო. მან ისაუბრა საქართველოს უპირატესობებზე, როგორც მოლდოვასთან, ასევე უკრაინასთან მიმართებით. კობახიძის დეტალური განმარტებები, თუ რა უპირატესობები აქვს ჩვენს ქვეყანას, ,,ორგანიზებული თავდასხმის” ობიექტი გახდა. ეს მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსის მიღებას, საქართველო თვის ბოლოს ელოდება. ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე საუბრის დროს აღნიშნავდა, საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის ამოცანაა, მოლდოვას კი კონსტიტუციის დონეზე ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული და არც დსთ-ს დატოვებას აპირებს. ეს უტყუარი ფაქტებია და რატომ იძლევა ქილიკის საფუძველს, გაუგებარია. ასევე, კობახიძის განმარტებით „კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველო მოწინავე ქვეყანაა. მოლდოვას კი, კორუფციის თვალსაზრისით, მძიმე ვითარება აქვს”. რაც შეეხება, კონკრეტულ პარამეტრებს, თითქმის ყველა პარამეტრით საქართველოს დიდი უპირატესობა აქვს, როგორც მოლდოვასთან, ასევე უკრაინასთან მიმართებით. ამ ფაქტებზე საუბრობდა კობახიძე, “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი, მისი პარტიული აქტივისთვის ,,ორგანიზებული თავდასხმის” ობიექტი გახადა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)