|
2022-06-04 14:06:10, 855 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ღვაწლმოსილი ექიმი მერი რემპელსი დააჯილდოვა
ღვაწლმოსილ ექიმს - მერი რემპელს დაბადებიდან 75, ხოლო სამედიცინო სფეროში საქმიანობის 50 წელი შეუსრულდა. - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ. მათივე თქმით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად, აჭარის რეგიონის სამედიცინო სფეროში შეტანილი წვლილისა და 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ინოვაციური სტომატოლოგიის და ზოგადი მედიცინის ცენტრ ,,როგო“-ს ექიმი მეან-გინეკოლოგი, მერი რემპელი მადლობის სიგელით დააჯილდოვა. ,,სამინისტროს სახელით, ვულოცავ ქალბატონ მერის საიუბილეო თარიღებს. 50 წელია, რაც სამედიცინო საქმიანობას ეწევა და დღემდე შემართებით, ენერგიითა და სიყვარულით აგრძელებს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, კიდევ მრავალი წელი ემსახუროს რეგიონის მოსახლეობისათვის“ - აღნიშნა, მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ. მერი რემპელმა 1972 წელს დაამთავრა სვერდლოვსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო საქმე, მოგვიანებით კი ინტერნატურა ამავე ინსტიტუტში მეან-გინეკოლოგიის მიმართულებით, მუშაობდა სვერდლოვსკის სამოქალაქო საავადმყოფოში. ქალბატონი მერი 1976 წლიდან დღემდე საქმიანობს ბათუმის სხვადასვა სამედიცინო დაწესებულებაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)