|
2022-06-02 04:12:07, 2845 ნახვა
ეკონომიკა
ჩაიტარე ლაბორატორიული კვლევები REDMED-ის საშუალებით
REDMED თანამედროვე სამედიცინო პლატფორმაა, რომელიც იძლევა საშუალებას გამოიძახო ლაბორატორია სახლში. REDMED-ის პარტნიორ ლაბორატორიებში 900-მდე კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი. რა ლაბორატორიული კვლევების ჩატარება არის შესაძლებელი REDMED- ის საშუალებით? REDMED-ის მიერ შეთავაზებულ ლაბორატორიულ კვლევებში, რომლებიც შესაძლებელია გაიკეთოთ სახლში, შედის როგორც კოვიდ დიაგნოსტიკა, ასევე შარდის ანალიზი და სხვადასხვა ტიპის სისხლის ტესტები, როგორიცაა: ენდოკრინული და კოაგულაციური სისტემები, გლუკოზა, ვიტამინები, ელექტროლიტები, ღვიძლის ფუნქცია და სხვა. რა უპირატესობა აქვს ლაბორატორიის სახლში გამოძახებას? REDMED-ის დახმარებით დღეს უკვე გვეძლევა შესაძლებლობა სამეციდინო მომსახურეობა გავხადოთ უფრო კომფორტული. გთავაზობთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა გამოიძახოთ ლაბორატორია სახლში: 1. მოხერხებულობა – ვიზიტის დაჯავშნა ხდება წინასწარ განსახზღვრულ დროს საიტის ან აპლიკაციის მეშვეობით 2. საიმედოობა – REDMED თანამშრომლობს მხოლოდ სანდო და წამყვან ლაბორატორიულ კლინიკებთან. 3. უსაფრთხოება – სახლში მომსახურეობის მიღებისას მინიმუმამდე დადის ადამიანებთან კონტაქტის რაოდენობა, რაც სხვადასხვა ვირუსებით ინფიცირების რისკს ამცირებს. 4. ხელმისაწვდომობა – სასურველი კვლევების არჩევის შემდგომ გამოგიჩნდებათ ჯამური ანალიზების ღირებულების ჩამონათვალი ლაბორატორიების მიხედვით, რაც საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი 5. სიმარტივე – დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციების მართვა მთლიანად ხდება ონლაინ რეჟიმში. იმისათვის რომ ისარგებლოთ ლაბორატორიის სახლში გამოძახების ყველა ზემოთხსენებული ბენეფიტით, საჭიროა ეწვიოთ REDMED–ის მთავარ გვერდს, საიდანაც აირჩევთ თქვენთვის სასურველ ლაბორატორიული მომსახურეობის სერვისს და შემდგომ მიყვებით ინსტრუქციას. რამდენად ხშირად უნდა ვიტარებდეთ პროფილაქტიკურ ლაბორატორიულ კვლევებს? რეგულარული საპრევენციო კვლევების ჩატარების სიხშირე მთლიანად დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, წინასწარ არსებულ რისკ ფაქტორებზე, გენეტიკურ წინასწარგანწყობასა და ჯანმრთელობის სტატუსზე. უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რამდენად ხშირად უნდა იქნას ჩატარებული რეგულარული გამოკვლევები. 2020 წლის მონაცემებით კი ექიმები გვირჩევენ: ● ყოველ 3 წელიწადში ერთხელ, თუ ხართ ჯანმრთელი და თქვენი ასაკი შეადგენს < 50 წელზე. ● წელიწადში ერთხელ თუ თქვენი ასაკი შეადგენს > 50 წელზე. ხოლო თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება, როგორიცაა დიაბეტი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდი), მაშინ აუცილებელია უფრო ხშირი ვიზიტი ექიმთან ასაკისგან დამოუკიდებლად. სჯობს ასე დაიწეროს თუ გაწუხებთ ქრონიკული დაავადებები ან თანდაყოლილი პათოლოგიები. საჭიროა იმყოფებოდეთ ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. თქვენი ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას კვლევების სიხშირეზე თქვენი რისკ ფაქტორების, სკრინინგ ტესტების შედეგების და არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)