04:03 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-01 22:50:28, 1322 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ბარკალაიამ, 10-შვილიან ოჯახს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე 10-შვილიან ოჯახს ესტუმრა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე თქმით, თამარ ბარკალაიამ მათ საჩუქრები გადასცა და წარმატებები უსურვა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ბავშვებზე ზრუნვა სახელმწიფოსა და ჯანდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, მათ მხარდასაჭერად, აქტიურად ხორციელდება სხვადასხვა პროგრამა.
თამარ ბარკალაიას განცხადებით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, 50 ლარით, 150 ლარამდე გაიზარდა. პროგრამა 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება, რისთვისაც სახელმწიფო 341 მილიონ ლარს გამოყოფს. მთავრობის ეს გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან, 1-ლი ივნისიდან შევიდა.  

როგორც თამარ ბარკალაიამ აღნიშნა, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების ზრდა, მისი მიმღები ოჯახებისთვის, მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics