04:02 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-01 18:47:41, 1189 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილის გამოკვლევებში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან

მიხეილ სააკაშვილის გამოკვლევებში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან და ხელისუფლებას მოვუწოდებ, ამ კუთხით დაბრკოლებები არ შექმნან. - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპერტიზის პროცესი და ჩვენი სურვილია, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას, მათაც გამოყონ ექსპერტი ან ექსპერტები, რომ მათი ჩართულობითაც მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის დადება. ასევე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ შეგვიქმნას დაბრკოლება ამ პროცესებში უცხოელი ექსპერტების მონაწილეობაზე, იმიტომ, რომ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ამის გაკეთება". - განაცხადა საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics