|
2022-06-01 11:22:46, 1953 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ 2022 წლის სტიპენდიანტი Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აეროკოსმოსური ინჟინერიის მიმართულებით ისწავლის
„საქართველოს ბაკი“ განათლების ხელშეწყობას და აღნიშნული მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. წლევანდელი Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამის „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიანტი უკვე ცნობილია. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, გიორგი გვასალია Texas A&M University-ში გაემგზავრება. ის სწავლას აშშ-ში აეროკოსმოსური ინჟინერიის 2 წლიან სამაგისტრო პროგრამაზე, აეროდინამიკისა და ძრავების მიმართულებით გააგრძელებს. „საქართველოს ბანკსა“ და ფულბრაიტს შორის პარტნიორობა 2014 წელს დაიწყო. უკვე 8 წელია, აშშ-ს მთავრობასა და Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობა ახალგაზრდებს ყოველ წელს აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში, ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსება მიიღონ. ჩვენი მხარდაჭერით აშშ-ში უკვე 8 ქართველი სტუდენტი გაემგზავრა, წელს კი ამ რიცხვს გიორგი გვასალიას სახელით კიდევ ერთი სტიპენდიანტი შეუერთდება. გვინდა მივულოცოთ გიორგის და წარმატებები ვუსურვოთ პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე. ჩვენი მიზანია, მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას მივცეთ შესაძლებლობა, სასურველ ადგილას მიიღოს უმაღლესი ხარისხის განათლება. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ განათლების მხარდამჭერი პროექტების ხელშეწყობას თუ განხორციელებას", — განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკისა“ და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ფულბრაიტის 2023-2024 წლის სამაგისტრო პროგრამაზე სასტიპენდიო განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. აპლიკაციების მიღება 2022 წლის 1 აგვისტოს, 18:00 საათზე დასრულდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე, შემდეგ ბმულზე შეუძლიათ: https://go.usa.gov/xHmfF
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)