17:40 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-27 11:37:42, 1201 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისიტრის მოადგილე, წამლის ხარისხის კონტროლის სახელმწიფო ლაბორატორიის რეკონსტრუქციის პროცესს გაეცნო

2022 წლის ბოლომდე, წამლის ხარისხის კონტროლის პირველი ლაბორატორია გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაწესებულებაში, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის საშუალებით, მედიკამენტების ხარისხის შესწავლა და მათი კონტროლი მოხდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, წამლებისა და ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ლაბორატორიის შენობის რეკონსტრუქცია, რის შემდეგაც დაწესებულება თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით აღიჭურვება.

უწყების ცნობით, სარემონტო სამუშაოები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კახა შალიკაძემ დაათვალიერეს და ლაბორატორიის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics