17:41 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-26 17:27:03, 1432 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: „ევროპული ინტეგრაციის კუთხით საქართველომ დიდი სამუშაო შეასრულა, გვაქვს მოლოდინი, რომ ძალისხმევა პოზიტიურად დაფასდება"

„საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ისტორიული ამოცანაა და ამისთვის ქვეყანამ უკვე ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა" - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

ლევან დავითაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს მოქალაქეებს დღესასწაული რუსთაველის გამზირიდან პირადად მიულოცა. ამასთან, ვიცე-პრემიერმა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ მედიასთან ვრცლად ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა,  თითოეული ქართველის, მოქალაქის, მათ შორის თითოეული საჯარო მოხელის ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ჩვენ გარკვეული პროგრესი გვაქვს ევროინტეგრაციის კუთხით ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ.

„საქართველოს მიერ მომზადებული განაცხადი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხარისხიანია, ასოცირებით აღებული  ვალდებულებების შესრულების კუთხით საქართველოს მიღწევები ყველაზე მეტია ასოცირების ტრიოს ფარგლებში. განსაკუთრებით მსურს აღვნიშნო, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესასრულებელი ვალდებულებების კუთხით საქართველოს ვალდებულებების ნახევარი უკვე შესრულებული აქვს, რაც ნამდვილად ყველაზე მეტია და შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ეს ძალისხმევა პოზიტიურად დაფასდება", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics