17:41 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-26 16:44:28, 1053 ნახვა

საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძე: შსს ყველაფერს აკეთებს, რომ სერვისები და გადადგმული ნაბიჯები ევროპულ სტანდარტებთან აბსოლუტურად შესაბამისობაში იყოს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ სერვისები და გადადგმული ნაბიჯები აბსოლუტურად შესაბამისობაში იყოს ევროპულ სტანდარტებთან - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ,  ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ალექსანდრე დარახველიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის სხვა მოადგილეებთან ერთად, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე იმყოფებოდა, სადაც მედიასაშუალებების წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა. 

წლევანდელი 26 მაისის - დამოუკიდებლობის დღის მთავარი გზავნილია - "ევროპისკენ."

"შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ საპოლიციო სერვისები და სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები აბსოლუტურად შესაბამისობაში იყოს ევროპულ სტანდარტებთან. ბოლო პერიოდში, კარგად ნახეთ, რომ ჩვენ მოვახდინეთ ევროდირექტივის იმპლემენტაცია, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რაც გულისხმობს მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში გატანას, ასევე, მოპედების რეგისტრაციას. სწორედ ეს იყო ევროკავშირის მოთხოვნა და ვფიქრობთ, რომ ჩვენი მართვის მოწმობები ძალიან მალე გახდება კონკურენტული ევროპის მასშტაბით. ასევე, ჩვენ სხვადასხვა  მიმართულებით   არაერთი  მნიშვნელოვანი ნაბიჯი  გადავდგით", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.  

შინაგან საქმეთა სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს მოქალაქეებს მცხეთაში მასპინძლობს. საგამოფენო სივრცეებს დილიდან აქტიურად სტუმრობენ როგორც მცხეთელები, ასევე, ქალაქის სტუმრები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები შვილებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics