10:00 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-24 18:44:14, 1340 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში ვიზიტის ფარგლებში მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცას შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე თქმით, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოსა და მოლდოვის მიერ წარდგენილი განაცხადის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში სრული ინტეგრაციისთვის საჭირო პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია  ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და მოლდოვას მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობა და ასოცირებული ტრიოს ფორმატში მნიშვნელოვანი პარტნიორობა აკავშირებთ. ხაზი გაესვა არაერთი მიმართულებით ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმატებულ თანამშრომლობას და გამოითქვა მზაობა, არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრებმა დაადასტურეს მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში.

საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.  ირაკლი ღარიბაშვილმა და ნატალია გავრილიცამ უკრაინელი ხალხის მიმართ საქართველოსა და მოლდოვის სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics