18:54 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-24 12:41:07, 1043 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ფოსტის” წარმოდგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ საფოსტო ფორუმში

მიმდინარე წლის 15 – 18 მაისს, "საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ, მონაწილეობა მიიღო ეროვნულ საფოსტოფორუმში (US National Postal Forum), რომელიც გაიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ფენიქსში. ფორუმის ორგანიზატორი გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული საფოსტო ოპერატორი (USPS).

აღნიშნული ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიებსა და შეხვედრებზე, დარგის წარმომადგენლებმა განსაზღვრეს საფოსტო საქმიანობის უახლესი ტენდენციები დაგანვითარების ხედვები. ფორუმს, ამერიკის საფოსტო სერვისის მენეჯმენტთან ერთად, ესწრებოდნენ საფოსტო ბიზნესთან დაკავშირებული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის ფარგლებში "საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა საქმიანი შეხვედრები გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისის USPS - ს გენერალურ დირექტორთან ლუის დეჯოისთან, ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისის გუბერნატორთა საბჭოს თავმჯდომარესთან რონ ბლუმთან და ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისის გენერალური ინსპექტორ თანთომი ვითქომბთან. ასევე, შეხვედრა გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისის კორპორატიული ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტთან ჯოდი დე ტოროკთან. აღნიშნულ შეხვედრებზე განხილული იქნა როგორ გამოწვევბი, ასევე, ყველა ის მიმართულება, რომლის განვითარებაც იგეგმება.

ეროვნული საფოსტო ფორუმი წარმოადგენს ამერიკისსაფოსტო სერვისებისა და საფოსტო გადაზიდვების სფეროში წლის უმთავრეს ღონისძიებას, რომლისმიზანია უზრუნველყოს ყველაზე სრულყოფილი საგანმანათლებლო და საკომუნიკაციო სივრცე.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics