14:47 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-22 15:40:44, 2648 ნახვა

ომი უკრაინაში
„მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება გადაწყვიტოს თავისი მომავალი“ - პოლონეთის პრეზიდენტი რადაში სიტყვით გამოდის

"მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება გადაწყვიტოს თავისი მომავალი", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას.

ანჯეი დუდამ დასძინა, რომ "შემაშფოთებელი ხმები" ამბობდნენ, რომ უკრაინა უნდა დანებებულიყო რუსეთის პრეზიდენტ ვალდიმერ პუტინთან ბრძოლაში. 

მან განუცხადა დეპუტატებს, რომ ეს ხმები ყურად არ უნდა იღონ, რადგან უკრაინის ტერიტორიის თუნდაც ერთი სანტიმეტრის დათმობა დარტყმა იქნება მთელი დასავლეთისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, დუდამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთმა მხარი დაუჭირა უკრაინას ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის მოპოვების მცდელობას - საკითხს, რაზეც ევროკავშირის ქვეყნებმა ვერ მიაღწიეს კონსენსუსს.

ის იყო პირველი უცხოელი ლიდერი, რომელმაც პირადად წარმოთქვა სიტყვა რადაში მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შემოიჭრა.

დუდას მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ მას პარლამენტში ოვაციებით დახვდნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics