11:52 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-19 15:58:07, 1737 ნახვა

ომი უკრაინაში
მარიუპოლში, დანგრეული დრამატული თეატრის ტერიტორიიდან ოკუპანტებს ცხედრები გააქვთ

მარიუპოლში, დანგრეული დრამატული თეატრის ტერიტორიიდან, ოკუპანტებს უკვე მეორე დღეა სატვირთო მანქანებით გარდაცვლილთა ცხედრებს გამოჰყავთ.

"ოკუპანტები აგრძელებენ დრამატული თეატრის ნანგრევების მოწესრიგებას. ჩვენი წყაროები იუწყებიან, რომ გუშინ და დღეს დაღუპულთა ცხედრები სატვირთო მანქანებით რამდენჯერმე წავიდნენ სტარი კრიმის მიმართულებით", - განაცხადა მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ. .

ის აღნიშნავს, რომ რუსი ოკუპანტები იცავენ თეატრის ტერიტორიას, არ უშვებენ ადამიანებს იმ ადგილებში სადაც მიცვალებულები გამოჰყავთ. ოკუპანტები ყველანაირად ცდილობენ დაფარონ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული.

16 მარტს რუსეთის არმიის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად უკრაინის ქალაქ მარიუპოლის დრამატულ თეატრში 600-მდე ადამიანი დაიღუპა. ეს ქალაქის ხელისუფლების შეფასებით დასახელებულ მონაცემზე დაახლოებით ორჯერ მეტია. დაბომბვის დროს, შენობაში ათასამდე ადამიანი იმალებოდა 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics