|
2022-05-18 10:50:49, 2592 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - „აზოვსტალიდან“ ევაკუაცია გრძელდება, პროცესში ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო შუამავლები ჩაერთნენ
ჩვენი გმირების ევაკუაცია აზოვსტალიდან გრძელდება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს. ზელენსკის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას მან განაცხადა, რომ საუბარია სანქციების მეექვსე პაკეტზე, რომელიც მზადდება ევროკავშირში, რუსეთთან მოლაპარაკების პროცესსა და აზოვსტალიდან სამხედროების ევაკუაციაზე. „ევაკუაციის მისია გრძელდება და მას ჩვენი სამხედრო და დაზვერვის ოფიცრები ხელმძღვანელობენ. პროცესში ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო შუამავლები ჩაერთნენ", - განაცხადა ზელენსკიმ. მან ასევე განაცხადა, რომ მაკრონს ჰქონდა არსებითი საუბარი უკრაინის განაცხადის განხილვაზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. „მე ვაგრძელებ უკრაინისთვის რაც შეიძლება დიდი საერთაშორისო აუდიტორიის შეკრებას, რათა ჩვენს სახელმწიფოს ყველა დონეზე ჰქონდეს მხარდაჭერა, ხოლო რუსეთს ყველა დონეზე ზეწოლა. საინფორმაციო, დიპლომატიური და ასევე კულტურული - ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება“, - დასძინა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, რუსეთის ფედერაცია დილით უკრაინაში შეიჭრა, რასაც „სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა. რის შემდეგაც დასავლეთის მთელმა რიგმა ქვეყნებმა, კერძოდ კი შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს უკრაინას, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დააწესებითა და იარაღის მიწოდებით დახმარებოდნენ.
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)