16:05 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-15 04:03:08, 3722 ნახვა

Lifestyle
ზელენსკი - ევროვიზიის მონაწილეებს და სტუმრებს უკრაინული მარიუპოლი უმასპინძლოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს ევროვიზიაზე  ჯგუფის Kalush Orchestra-ს გამარჯვება მიულოცა. ზელენსკიმ პირობა დადო, რომ მომავალ წელს "ევროვიზიას" აშენებული და გალამაზებული მარიუპული უმასპინძლებს.

"ჩვენი გამბედაობა მთელ მსოფლიოში იპყრობს, ჩვენი მუსიკა იპყრობს ევროპას! მომავალ წელს ევროვიზიას უკრაინა უმასპინძლებს! მესამედ თავის ისტორიაში. და მე მჯერა - არა ბოლო.
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთ დღეს ევროვიზიის მონაწილეებს და სტუმრებს უკრაინული მარიუპოლი უმასპინძლოს. თავისუფალი, მშვიდობიანი, აღდგენილი!
მადლობა კალუშ ორკესტრის გამარჯვებისთვის და ყველას, ვინც ხმა მოგვცა!

დარწმუნებული ვარ, მტერთან ბრძოლაში ჩვენი გამარჯვებული აკორდი შორს არ არის.
დიდება უკრაინას!“ - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ამასთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ულოცავს კალუშ ორკესტრს ევროვიზიის სიმღერის კონკურსში გამარჯვებას.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინელ ხალხს ევროვიზიის კონკურში გამარჯვება მიულოცა, ხოლო ბრიტანულ ჯგუფბ ნამდვილი აღმოჩენა და ბრილიანტები უწოდა. ბრიტანული ჯგუფი მეორე ადგილზე გავიდა.

იტალიაში მიმდინარე ფინალურ კონცერტზე ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული ქვეყანა უკრაინა გახდა. ქვეყანას ევროვიზიაზე ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით "stefania" წარადგენდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics