|
2022-05-12 15:09:43, 1141 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ალიანსის გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს
ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას,- აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი პესკოვის თქმით, სამხედრო ალიანსი რუსეთის საზღვრებთან ფართოვდება, რაც ევრაზიის კონტინენტზე „რისკებს ზრდის.“ „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ნატოს გაფართოება და ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის მიახლოება ჩვენს საზღვრებთან არ ხდის მსოფლიოს და რაც მთავარია, ჩვენს ევრაზიის კონტინენტს უფრო სტაბილურს და უსაფრთხოს “, - განაცხადა პესკოვმა. კითხვაზე, არის თუ არა ფინეთის ნატოში გაწევრიანება საფრთხე რუსეთისთვის, მან უპასუხა: „აბსოლუტურად“. შეგახსენებთ, რომ ფინეთმა ნატოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება დღეს მიიღო. ამ დრომდე ეს არის მთავარი პოლიტიკური ცვლილება, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია. სკანდინავიის რეგიონში ნორვეგია, დანია და ბალტიის სამი ქვეყანა უკვე ნატო-ს წევრები არიან. ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანება, მოსკოვის გაბრაზებას იწვევს, რომელიც ამბობს, რომ ორგანიზაციის გაფართოება მის უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის. კითხვაზე, მოახდენს თუ არა ფინეთი ნატოში გაწევრიანებით რუსეთის პროვოცირებას , ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ აღნიშნა, რომ დამნაშავე პუტინი იქნება. „ჩემი პასუხი იქნება, რომ ეს შენ გამოიწვიე. ჩაიხედე სარკეში."
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)