15:15 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-11 16:25:31, 1021 ნახვა

ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობა, მიმდინარე პროექტები, საერთაშორისო თანამშრომლობასა და სამეცნიერო მიმართულებით საქართველოში დანერგილი ტექნოლოგიები ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ მსოფლიო ბანკის სოფლის მეურნეობის და სურსათის ჯგუფის სამხრეთ კავკასიის რეგიონში სოფლის მეურნეობის მთავარ ეკონომისტ იან იუსტ ნიჯჰოფსთან შეხვედრაზე განიხილა.

მათივე ცნობით, მხარეებმა აგრარული მიმართულებით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, ფერმერების მხარდაჭერასა და მათი გადამზადების საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.

„სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვსურს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება, ამიტომ გავეცნობით უწყების საქმიანობას და განვსაზღვრავთ პრიორიტეტებს. ამ ეტაპზე, ჩვენ სამინისტროსთან ირიგაციის მიმართულებით ვთანამშრომლობთ, თუმცა გვსურს, უფრო ფართო კონტექსტში თანამშრომლობის გაგრძელება“, - აღნიშნა იან იუსტ ნიჯჰოფსმა.

შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება, სადაც მსოფლიო ბანკის ჩართულება შესაძლებელია მნიშვნელოვანი იყოს.

„ჩვენ შეგვიძლია საერთო ინტერესებზე ვიმსჯელოთ, რომელიც მსოფლიო ბანკისთვის საინტერესო იქნება და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას წაადგება. მსოფლიო ბანკს ჩვენს ქვეყანაში ბევრი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული, ამიტომაც მათთან კოლაბორაცია საინტერესოა“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics