07:05 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-05 14:31:48, 1151 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა ქვეყნიდან 7 დანიელი დიპლომატი გააძევა

რუსეთმა მოსკოვში დანიის საელჩოდან შვიდი დიპლომატი გააძევა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Tass რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

 მედიის ცნობით, დანიის ელჩს კარსტენ სონდერგარდს აცნობეს, რომ  რუსეთის ფედერაციაში დანიის სამეფოს საელჩოს შვიდი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.ელჩს განუცხადეს რომ „კოპენჰაგენის ღიად ანტირუსული პოლიტიკა“ სერიოზულ ზიანს აყენებს ორმხრივ ურთიერთობებს.

„მათ ორ კვირაში უნდა დატოვონ ქვეყანა. ვიზაზე უარი ეთქვა დანიის დიპლომატიური მისიის ერთ-ერთ დიპლომატსაც.სონდერგარდი დღეს რუსეთის დიპლომატიურ ოფისში მიიწვიეს. რუსულმა მხარემ ღიად დაგმო დანიის მიერ, გასულ თვეში, 15 რუსი დიპლომატის გაძევება ქვეყნიდან.კოპენჰაგენის ღიად ანტირუსული პოლიტიკა სერიოზულ ზიანს აყენებს ორმხრივ ურთიერთობებს . "- წერს Tass.

შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ დანიამ ქვეყნიდან 15 რუსი დიპლომატი გააძევა და ისინი რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics