19:56 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 18:04:39, 1593 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთს სურს დნესტრისპირეთის რეგიონის დესტაბილიზაცია, ამიტომ უკრაინამ და მოლდოვამ ერთ გუნდად უნდა იმუშაონ

ღიარებულ დნესტრისპირეთზე თავდასხმები მიანიშნებს, რომ მოლდოვა "სტუმრებს" უნდა დაელოდოს. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით,უკრაინამ და მოლდოვამ ერთ გუნდად უნდა იმუშაონ.

"რუსეთს სურს დნესტრისპირეთის რეგიონის დესტაბილიზაცია და მიანიშნებს, რომ მოლდოვა "სტუმრებს" უნდა დაელოდოს. ცუდი ამბავი: თუ ხვალ უკრაინა დაეცემა, რუსული ჯარები იქნებიან კიშინოვთან. კარგი ამბავი: უკრაინა აუცილებლად უზრუნველყოფს რეგიონის სტრატეგიულ უსაფრთხოებას. მაგრამ ჩვენ  უნდა ვიმუშაოთ, როგორც გუნდმა", -  განაცხადა პოდოლიაკმა.

შეგახსნებთ, რომ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ დნესტრისპირეთში დაძაბული ვითარების გამო უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს.

ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობა მის ტერიტორიას მასობრივად ტოვებს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics