20:02 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 16:28:57, 1434 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - დავით ხიდაშელი,რომელიც დღეს საქართველოში მიწებს 50 წლით ყიდულობს, კრემლის დავალებების პირდაპირი შემსრულებელია

 საქართველო გამოიყენება რუსეთის  მიერ სანქციებისთვის თავის ასარიდებლად - ეს განცხადება პარტია „ დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გააკეთა.

ელენე ხოშტარიას მტკიცებით,  რუსი ოლიგარქი, Sistemas-ს დამფუძნებლი, ვლადიმერ ევტუშენკოვი კომპანია "ინტრაკომს" ხელმძღვანელობდა, ხოლო დავით ხიდაშელი ამ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი და პარტნიორი გახლდათ. ხოშტარიას ინფორმაციით, „ინტრაკომი“ 2011-12 წლებში სირიას  სანქცირებულ ტექნოლოგიებს აწვდიდა, სატელეკომუნიკაციო და სამხედრო ვერტმფრენებზე დამონტაჟებულ სისტემებს.  იმ საშუალებებს, რომელიც ასადის რეჟიმს სჭორდებოდა.

„დავით ხიდაშელი, რომელიც დღეს საქართველოში მიწებს 50 წლით ყიდულობს, იგებს ტენდერებს, ჩვენ ის და მისი ტყუილები ჯერ კიდევ დავით გარეჯის კამპანიიდან გვახსოვს, არის კრემლის დავალებების პირდაპირი შემსრულებელი, კერძოდ, სანქციების თავიდან არიდების საკითხებში. რუსული სამხედრო ოპერაციების დროს, დავით ხიდაშელი ევტუშენკოვისა და კრემლის მხრიდან მსგავსი საკითხებისთვის გამოიყენებოდა.ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციას მივაწვდით ყველას, მათ შორის საელჩოებსაც. ჩემ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ეყრდნობა ბალკანელების მიერ ჩატარებულ გამოძიებას და დასტურდება დოკუმენტურად, მიმოწერებით.  პარტია „დროა“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, სანქცირებული იყოს ეს „კრემლისტური“ ჯგუფი, რომელიც სისხლის მანქანებს ამარაგებს,"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში "კიბერ კმარას" მტკიცებით "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი ვრცელდება. სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ, რათა მოიფიქრონ, როგორ აუარონ გვერდი დაწესებულ სანქციებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics