20:01 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 12:48:58, 1277 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - არახამია არის ნაცმოძრაობის გარე სპიკერი კიევიდან, რომელიც რამდენიმე საათში აკეთებს განცხადებებს ნებისმიერ ფეიკზე

ძალიან ლოგიკურად ებმის ბაკურიანის მოღალატეობრივ შეკრებას ეს ჩანაწერი და შემდეგ არახამია განცხადება. არახამია არის ნაცმოძრაობის გარე სპიკერი კიევიდან, რომელიც რამდენიმე საათში აკეთებს ხოლმე განცხადებებს ნებისმიერ ფეიკთან დაკავშირებით - განაცხადა  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციური მედიით გავრცელებული ჩანაწერების კომენტირებისას. 

მისი თქმით, ამ ფეიკების შემქმნელიც და გამავრცელებელიც არის ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა - ნაცმოძრაობა, რომელსაც  დღეს კიევში არახამია წარმოადგენს

„მე მგონია, რომ ეს ყველაფერი, ე.წ. ჩანაწერი , მერე არახამიას განცხადება არის ლოგიკური გაგრძელება იმ შეხვედრისა, რომელიც შედგა ბაკურიანში. ბაკურიანში შედგა რევოლუციური, შულავერის კომიტეტის მოღალატეობრივი შეკრება, სადაც მათივე აღიარებით, განიხილეს ხელისუფლების გადატრიალების გეგმები. მათ თავადაც იციან, რომ არავითარი ემოციური ფონის შეცვლის რესურსი არ აქვთ და ხავსს ეჭიდებიან. ამ შემთხვევაში ეს ჩანაწერიც იყო მათთვის ერთგვარი ხავსი. რაღაცნაირად ამ შეკრების გაგრძელება უნდათ ამ ჩანაწერით და მერე არახამიას განცხადებით.  მე იმასაც არ გამოვრიცხავდი, რომ ეს ფარული ჩანაწერები იგივე აკერმანის ჩამოტანილი იყოს მაგალითად და პირდაპირ უკავშირდებოდეს ეს ყველაფერი ბაკურიანის შეკრებას. ეს არის ჩემი პოლიტიკური ვარაუდი, თუმცა, ძალიან ლოგიკურად ებმის ბაკურიანის მოღალატეობრივ შეკრებას ეს ჩანაწერი და შემდეგ არახამია განცხადება.  არახამია არის ნაცმოძრაობის გარე სპიკერი კიევიდან, რომელიც რამდენიმე საათში აკეთებს ხოლმე განცხადებებს ნებისმიერ ფეიკთან დაკავშირებით. ერთხელ რომ გააკეთებ ასეთ ფეიკზე განცხადებას და ფეხი წაგიცდება, ბუნებრივია მეორე ჯერზე უფრო ფრთხილად ხარ, ასეთ შემთხვევაში ნული სიფრთხილე არახამიას მხრიდან. ამას აქვს მარტივი მიზეზი, ამ ფეიკების შემქმნელიც და შემდეგ გამავრცელებელიც არის ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა - ნაცმოძრაობა, რომელსაც წარმოადგენს არახამია დღეს კიევში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics