16:01 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-23 16:31:07, 3024 ნახვა

ომი უკრაინაში
პოლონეთმა უკრაინიდან 2.9 მილიონი ლტოლვილი მიიღო

 21 აპრილის მონაცემებით, პოლონეთმა უკრაინიდან  2,9 მილიონი ლტოლვილი მიიღო. მშვიდობიანი მოქალაქეები მეზობელ ქვეყანაში რუსულ აგრესიას გაურბიან. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სააგენტო ავრცელებს.

 პოლონეთის საზღვარი უმეტესად  უკრაინის მოქალაქეებმა გადაკვეთეს, თუმცა ლტოლვილებს შორის ასევე არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც. იტყობინება პოლონური ახალი ამბების სააგენტო IAR ვარშავის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

„22 აპრილს უკრაინიდან დაახლოებით 19,900 ლტოლვილი ჩავიდა პოლონეთში,“  - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ, ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს უკრაინელი ლტოლვილებისთვის ლეგალური ბინადრობის მინიჭებას, ასევე მათთვის განათლების,  ჯანდაცვისა და სოციალური  შეღავათების უზრუნველყოფას. .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics