13:53 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-20 17:00:24, 1124 ნახვა

საზოგადოება
ჯეიმს აპატურაიმ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა ციფრული მმართველობის სააგენტოში გამართა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაიმ კიბერუსაფრთოების საკითხებზე სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოში შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, NATO-ს დელეგაციის ციფრული მმართველობის სააგენტოში ვიზიტის მიზანს კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, შესაბამისი პერსპექტივებისა და  კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს ძირითადი საჭიროებების განსაზღვრა წარმოადგენდა. მხარეებმა ისაუბრეს კიბერ და ჰიბრიდული პოლიტიკის მიმართულებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

შეხვედრაზე ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე დავით ნადირაშვილმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია კიბერუსაფრთხოების სფეროში სააგენტოს უფლებამოსილების, მისი ძირითადი საჭიროებებისა და საქართველოს საკანონმდებლობო და სტრატეგიული ჩარჩოების  შესახებ.

სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კიბერთავდასხმები დიდ საფრთხეს უქმნის გლობალურ ეკონომიკას, რომლის წინაშეც შესაძლოა აღმოჩნდეს საქართველოც. ,,სრულად ვიზიარებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების პოზიციას, რომ ასეთ დროს ფხიზლად უნდა ვიყოთ ამ საფრთხის წინააღმდეგ და გავაძლიეროთ კიბერუსაფრთხოება იმ ტექნოლოგიების მიმართ, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ", - აღნიშნა დავით ნადირაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics