10:35 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-18 12:33:22, 1582 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსი მეთაურები შეშფოთებულები არიან, რადგან ვერ ახერხებენ მარიუპოლის დაპყრობას

უკრაინის დაპყრობა რუსი სამხედროებისთვის უკვე გამოცდად იქცა, რამაც თავისთავად შეანელა მათი წინსვლა უკრაინის ტერიტორიაზე. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რუსი მეთაურები შეშფოთებას ვერ დამალავენ თუ მარიუპოლის დაპყრობას დიდი დრო დასჭირდება.

მათივე ვცნობით, მარიუპოლის გარშემო განვითარებული მოვლენები ძალიან ჰგავს იმ მიდგომას, რაც რუსეთმა 1999 წელს ჩეჩნეთში და 2016 წელს სირიაში გამოიყენა.

„უკრაინულმა შეთანხმებულმა წინააღმდეგობამ რუსეთის ჯარები მძიმე ვითარებაში ჩააგდო, რამაც შეანელა რუსეთის წინსვლა სხვაგან. მარიუპოლის აღების მცდელობამ მის მაცხოვრებლებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. განადგურდა ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი და მოსახლეობამაც მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა", - ნათქვამია დაზვერვის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინელი ჯარისკაცები მარიუპოლში მიიწვია და ომში დანებება შესთავაზა, თუმცა უკრანულმა მხარემ ამაზე უარი განაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics