|
2022-04-14 14:58:36, 943 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - გურამ გურამიშვილი და რომეო მიქაუტაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იოსებ ტყემალაძე, სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და „ნავთობისა და გაზის კორპორაციის" გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე ქართული დელეგაცია, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის ხელისუფლების პირველ პირებთან, მათ შორის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან. შეხვედრები ასევე დაგეგმილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან; აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრ პარვიზ შაჰბაზოვთან; ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრ რაშად ნაბიევთან. ბაქოში შეხვედრების დროს მხარეების მიერ განხილული იქნება ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გაღრმავებისა და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა სექტორების კუთხით. აზერბაიჯანი საქართველოს ტრადიციული სტრატეგიული ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორია არაერთ სექტორის და დარგის მიმართულებით. 2022 წლის პირველი ორი თვის მონაცემებით, აზერბაიჯანი საქართველოს ნომერ მესამე სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ბრუნვამ 248.81 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 49%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამავე პერიოდში ექსპორტმა აზერბაიჯანში 92.34 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 39%-ით მეტია გასული წლის იგივე პერიოდზე.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)