18:26 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 11:04:00, 920 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ პროფესიული პასუხისმგებლობა 14 ექიმს დააკისრა

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს შეხვედრა გაიმართა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 7 საკითხი განიხილეს და 19 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.
 
"საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 7 ექიმს, მათ შორის 4 ექიმს 6 თვით, 3 ექიმს კი 1 თვის ვადით.  ამასთანავე ექიმებს დაევალათ პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა. პროფესიული განვითარების საბჭომ 7 ექიმს წერილობითი გაფრთხილება მისცა. საბჭომ გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღო. 

პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს.  განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს." - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
N1 ქსელი სამოგზაუროდ - "სელფის" როუმინგის კამპანია -ვიდეო
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics