|
2022-04-11 18:06:41, 1488 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი EU-ს კითხვარზე - საკითხი ვერ გადაწყდება ერთი ჯგუფის ძალისხმევით, სრული ერთსულოვნებით უნდა მივუდგეთ
ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, ან შევძლებთ რომ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, ან ვერ შევძლებთ, მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რითიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწევრიანების კითხვარის გადმოცემას გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრს, გაერთიანდნენ ეროვნული თანხმობის იდეის გარშემო, რასაც ევროკავშირის წევრობა გულისხმობს. „ამისთვის უნდა იყოს მობილიზებული ყველა ძალები. ეს არის საკითხი, რომელიც ვერ გადაწყდება რომელიმე ერთი ჯგუფის გადაწყვეტილებით და ძალისხმევით, ეს რის ეროვნული საქმე, ეს ეროვნული ინტერესია და მე არ წარმომიდგენია, რომ ასეთი უდიდესი ეროვნული საქმის მიმართ, რომელზეც ჩვენი წინაპრებიც კი ოცნებობდნენ, არ ვიყოთ ყველანი გაერთიანებულნი, ეს იქნება მოსახლეობა, რომელიც გაერთიანებუულია თუ პოლიტიკური სპექტრი, იმის მიუხედავად, ვინ რა გააკეთა, ვინ მეორეს რას აბრალებს ან არ აბრალებს. ამ დღეს მივუდგეთ არა მხოლოდ სერიოზულობით, არამედ სრული ერთსულოვნებით უნდა მივუდგეთ. ვინც ამის ირგვლივ არ არის გაეერთიანებული, იმას არ სჯერა საქართველოს მომავლის. ამიტომ მინდა ყველას მოგიწოდოთ, ქალაქში თუ სოფელში, მოსახლეობა, პოლიტიკური პარტიები უნდა გავერთიანდეთ, ეს არის ერვნული თანხმობა, ინტერესი, ამ იზნის ირგვლივ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენ შეგვიძლია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)