01:02 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-11 10:20:15, 928 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97%-ის დათვლით, ემანუელ მაკრონს 27.6%, მარინ ლე პენს კი 23.4% აქვს

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97%-ის დათვლით, ემანუელ მაკრონი 27.6%-ით ლიდერობს, მარინ ლე პენს კი 23.4% აქვს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მესამე ადგილზე ხმების 21.9%-ით ულტრამემარცხენე ჟან ლუკ მელანშონია, რომელმაც თავის ამომრჩევლებს მოუწოდა, მეორე ტურში მხარი ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს დაუჭირონ.

დასავლური მედია წერს, რომ ლე პენი და მაკრონი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში წამყვანი კანდიდატები არიან და არჩევნების მეორე ტურში მაკრონს და ლე პენს შორის მცირე პროცენტული სხვაობა იქნება. 

„მე არ მინდა საფრანგეთი, რომელიც ევროპას დატოვებს და ადგილს ქსენოფობები და პოპულისტები დაიკავებენ. ჰუმანური საფრანგეთი მინდა“, - აღნიშნა მაკრონმა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics