|
2022-04-07 21:41:27, 916 ნახვა
პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი - მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უნდა დავეხმაროთ საქართველოსა
ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული პარტნიორობის მხარდაჭერა. შევთანხმდით, თანამშრომლობა გავაძლიეროთ ჩვენს პარტნიორებთან, რადგანაც კრიზისს აქვს გლობალური მასშტაბი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რა თქმა უნდა, მოკავშირეები და პარტნიორები გმობენ იმ დანაშაულს, იმ მკვლელობებს, რისი მომსწრეც გავხდით უკრაინაში, უფრო კონკრეტულად, ბუჩაში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი გასამართლდეს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო დონეზე დაიწყოს გამოძიება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება შეხვდა მოკავშირეებს. „მოკავშირეები ძალიან აქტიურად მუშაობენ და მათ აქვთ მოტივაცია, უფრო აქტიურად, საკმაოდ ხანგრძლივად იმუშაონ, რათა დავეხმაროთ მამაც უკრაინელებს, დაიცვან თავიანთი ქვეყანა, თავიანთი მოქალაქეები და შესაბამისად, გააძევონ რუსული ჯარები. ასევე, მოკავშირეები აძლიერებენ ფინანსურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ჩვენ ვისაუბრეთ მხარდაჭერის შესახებ კიბერუსაფრთხოების კუთხით. ასევე, დავეხმარებით უკრაინას, დაიცვას თავი ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეებისგან. მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ სხვა პარტნიორებსაც უნდა დავეხმაროთ, თავიანთი მედეგობა გააძლიერონ და შესაბამისად, მიეცეთ საშუალება, თავი დაიცვან. მათ შორის საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა. საქართველოს შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, გავზარდოთ მხარდაჭერა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მიმართულებით. მაგალითად, კომუნიკაციების მიმართულებით და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. ბოსნია და ჰერცეგოვინას მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია, თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდის პაკეტი წარვადგინოთ. ჩვენ გვაქვს სრული თანხმობა ამ მიმართულებით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)