01:45 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-06 20:18:21, 1802 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო კულებას განცხადებაზე - მსგავსი ტიპის განცხადებები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას ეხმაურება და ამბობს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს აზიანებს.

დარსალია აღნიშნავს, რომ გუშინ უკრაინის დროებით რწმუნებულს შეხვდნენ, სადაც ქართულმა მხარემ "შეშფოთება გამოთქვა" და ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენას კატეგორიულად მოითხოვა.

"სამწუხაროა, რომ კვლავ მოვისმინეთ უკრაინული მხარის მიერ მსგავსი ტიპის განცხადება, მით უფრო იმის ფონზე, რომ საქართველომ ოფიციალურად მოითხოვა კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა კონტრაბანდული ტვირთების საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო გავლის თაობაზე. მსგავსი ტიპის განცხადებები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნების მიმართ მტრული ნარატივების გავრცელებას და აზიანებს ქვეყნების უსაფრთხოებას", — აცხადებს ის.

დარსალია აღნიშნავს, რომ "უსაფუძვლო განცხადებებით დეზინფორმაციის ინსტრუმენტალიზაცია და ნარატივების გაჟღერება" ქვეყნებისა და ხალხის ინტერესებში არ შედის და გარე ძალებს დამატებითი პროვოკაციებისთვის უწყობს ხელს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველომ დამაჯერებელი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, რომ საქართველოს მთავრობა ხელს არ უწყობს რუსეთს კონტრაბანდული საქონლის შეტანაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics