|
2022-03-29 18:23:10, 791 ნახვა
მსოფლიო
აშშ - რუსეთის მიერ სამხედრო ძალების ნაწილის გაყვანა ოლქებიდან „სტრატეგიის ძირითადი ცვლილებაა“
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების შემდეგ, შეამციროს საომარი მოქმედებები კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში, შეერთებულმა შტატებმა დაიწყო დაკვირვება აღნიშნულზე და აშშ-ის ორმა მაღალჩინოსანმა განაცხადეს, რომ ეს მთავარი სტრატეგიის ცვლილებაა. BBC წერს, რომ რუსეთი იწყებს გარკვეული ძალების, მათ შორის რუსული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების გაყვანას, რომლებიც უკრაინის დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ განლაგებულნი. გამოცემა აშშ-ის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული ძალები ახლა ჩრდილოეთის რეგიონში გადადიან, რათა ფოკუსირება მოახდინონ სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინის მიღწევებზე. აშშ-ის შეფასებით, რუსეთი უკან დახევას დედაქალაქის საჰაერო და საარტიერიო დაბომბვით აპირებს და ოფიციალური პირები გაფრთხილებას იძლევიან, რომ რუსეთს ყოველთვის შეუძლია დაიხიოს უკან, თუ ამის საშუალებას საბრძოლო პირობები მისცემენ. აშშ-ის აზრით, ეს არის გადაჯგუფების არა მოკლევადიანი კორექტირება, არამედ გრძელვადიანი ნაბიჯი, რადგან რუსეთი ებრძვის ჩრდილოეთში წინსვლის წარუმატებლობას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)