18:09 - 07 Jul, 2026
|
2022-03-29 15:43:17, 958 ნახვა
მსოფლიო
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დასრულდა - უკრაინული მხარე აცხადებს, რომ გარანტიისთვის ბევრი ქვეყანა სჭირდება
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის თურქეთში, სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებები დასრულდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. როგორც მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, მხარეები დიალოგის მაგიდას უახლოეს დღეებში კვლავ მიუსხდებიან. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, უკრაინის დელეგაციაში განაცხადეს, რომ „სჭირდებათ ბევრი ქვეყანა, მათ შორის თურქეთი, როგორც გარანტი". ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები სტამბოლში გაიმართა. მოლაპარაკებების დაწყებამდე მხარეებს თურქეთის პრეზიდენტმა, რაჯეფ თაეფ ერდოღანმა მიმართა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)