|
2022-03-29 09:54:17, 675 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის დაზვერვა - უკრაინის კონტრშეტევას გარკვეული წარმატება აქვს, თუმცა კიევს საფრთხე მაინც ემუქრება
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინაში მიმდინარე ყოველდღურ ანალიზს აქვეყნებს და წერს, რომ უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ ლოკალურ კონტრშეტევებს კიევის ჩრდილოეთით, მათ შორის, ირპენში, ბუჩასა და გოსტომელეში. „ამ თავდასხმებს ჰქონდა გარკვეული წარმატება და რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე პოზიციიდან უკან დაიხიეს", - აღნიშნულია დაზვერვის ინფორმაციაში. ცნობისთვის, გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ დაიბრუნა კონტროლი კიევის ოლქის ქალაქ ირპენზე. „ამავდროულად, რუსეთი კვლავ მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის კიევს, მისი დარტყმის შესაძლებლობების გამო", - ვკითხულობთ დაზვერვის ინფორმაციაში. რაც შეეხება მარიუპოლში არსებულ ვითარებას, რომელიც რამდენიმე კვირაა რუსი ჯარისკაცების მიერ არის ალყაშემორტმული, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ „ქალაქის ცენტრი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)