|
2022-03-29 09:26:16, 993 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ბიუჯეტში საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის გამოყოფაა დაგეგმილი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის გამოყოფაა დაგეგმილი. აღნიშნულ დოკუმენტს სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიულ, ეკონომიკურ განვითარებას, ასევე მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და გააძლიერებს მის მდგრადობას, კრემლის მავლე გავლენისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ამასთანავე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ის მხარს დაჭერს საქართველოს სამოქალაქო სექტორს, გააუმჯობესებს დამოუკიდებელ, დაბალანსებულ მედიაზე წვდომას, ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პოლარიზაციას და მხარს დაუჭერს პოლიტიკურ პარტიებს შორის შერიგების პროცესს. დოკუმენტში საუბარია ეკონომიკურ საკითხებზეც და აღნიშნულია, რომ ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. ასევე, ის დაეხმარება ენერგოუსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)