|
2022-03-28 18:17:07, 797 ნახვა
მსოფლიო
კიევის ოლქის ქალაქი ირპენი რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა
კიევის ოლქის ქალაქი ირპენი რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა. მის შესახებ ირპენის მერმა ალექსანდრე მარკუშინმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ჩვენი ირპენი გათავისუფლდა მოსკოვის ნაძირლებისგან! დიდება უკრაინას! დიდება მის დამცველებს! მარადიული ხსოვნა დაღუპულ გმირებს!“ - თქვა ქალაქის მერმა. მანვე დასძინა, რომ ახლა ქალაქის წმენდა მიმდინარეობს. თუმცა აღნიშნა, რომ ირპენში დაბრუნება კვლავ სახიფათოა. „ჩვენ ვიკიდებთ ფეხს ჩვენს ახალ საზღვრებზე და გავაგრძელებთ წასვლას და გავათავისუფლებთ ბუჩას, გოსტომელს, ვორცელს. გვესმის, რომ მეტი თავდასხმა იქნება ჩვენს ქალაქზე და ჩვენ გაბედულად დავიცავთ მას. ირპენი უკრაინაა“, - განაცხადა ალექსანდრე მარკუშინმა. ცნობისთვის, ერთ-ერთი ქართველი ჯარისკაცი, რომელიც უკრაინაში დაიღუპა, სწორედ ირპენის გასათავისუფლებლად იბრძოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)