|
2022-03-28 17:50:56, 799 ნახვა
მსოფლიო
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა გაზის საფასურის რუსული რუბლით გადახდაზე უარი განაცხადეს
G7-ის ქვეყნები - გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი, აშშ, კანადა და იაპონია - შეთანხმდნენ, რომ გაზის საფასური რუბლით არ გადაიხადონ, როგორც ამას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ითხოვდა. - ამის შესახებ გერმანიის ენერგეტიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა. „დიდი შვიდეულის მინისტრები სრულად თანხმდებიან, რომ ეს არის არსებული კონტრაქტების ცალმხრივი და აშკარა დარღვევა“, - განაცხადა ჰაბეკმა მოსკოვის მოთხოვნებზე. ამასთან, მან რუსეთის მოთხოვნებს მიუღებელი უწოდა და კომპანიებს მოუწოდა "არ დაეთანხმონ პუტინის პირობებს. შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა 23 მარტს, ევროპას რუსული გაზის საფასურის გადახდა რუბლით მოსთხოვა. პუტინის თქმით გადაწყვეტილება, რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვების გაყინვას და სავალუტო გადახდების შეზღუდვას უკავშირდება. მანამდე ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ევროპას გაზს უფასოდ არ მიაწოდებს, თუ დასავლეთის ქვეყნები გაზს ეროვნულ ვალუტაში არ გადაიხდიან. მისი თქმით, მთავრობა და გაზპრომი შეიმუშავებენ მექანიზმს და განსაზღვრავენ იმ პერიოდს, როდესაც გაზის გადახდა რუბლში მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)