|
2022-03-28 16:47:42, 879 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - თუ ევროპა გაზის საფასურს რუბლებში არ გადაიხდის, გაზს უფასოდ არ მივაწვდით
თუ ევროპა გაზის საფასურს რუბლებში არ გადაიხდის, გაზს უფასოდ არ მივაწვდით, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა სააგენტო „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, რას გააკეთებს რუსეთი, თუ ევროპა არ დათანხმდება ბუნებრივი აირის საფასურის რუსეთის ეროვნულ ვალუტაში გადახდას, პესკოვმა, უპასუხა, რომ „ამ საკითხის გადაჭრა მაშინ მოხდება, როდესაც ის დადგება“. „ცალსახად არ ვაპირებთ ევროპას ბუნებრივი აირი უფასოდ მივაწოდოთ. ამის თქმა აბსოლუტური დარწმუნებით არის შესაძლებელი. ჩვენს სიტუაციაში ევროპული ქველმოქმედება ნაკლებად შესაძლებელია და არც მიზანშეწონილია“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მთავრობას დააბარა, რომ შეადგინონ ე.წ არამეგობრული ქვეყნების სია, რომლებსაც ბუნებრივ აირს მხოლოდ რუბლში მიყიდიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)