05:15 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-28 11:24:23, 929 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - არ შეიძლება, როცა მოქალაქეები კეტავენ ქუჩებს ავტომობილებით, ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი

არ შეიძლება, როცა ადამიანები პროვოკაციულად იქცევიან და კეტავენ ქუჩებს საკუთარი ავტომობილებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითიც გუშინ საწვავის ფასის ზრდის გამო გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და ყველა მოქალაქე უნდა დაემორჩილოს კანონს.  

„კიდევ ერთხელ მინდა ჩვენ მოქალაქეებს მივმართო, ნუ ავყვებით ამ პროვოკაციებს. გუშინ პოლიციას მოუწია რეაგირება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სწორი, იყო იმიტომ, რომ არ შეიძლება, როცა ადამიანები ასე პროვოკაციულად იქცევიან და კეტავენ ქუჩებს საკუთარი ავტომობილებით, ეს არის მიუღებელი, ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და ყველა მოქალაქე უნდა დაემორჩილოს კანონს და წესებს“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics