16:59 - 07 Jul, 2026
|
2022-03-26 16:11:27, 1144 ნახვა
მსოფლიო
ხარკოვის საოლქოს ხელმძღვანელი - უკრაინის არმია კონტრშეტევაზე გადავიდა და რამდენიმე დასახლება გაათავისუფლა
ხარკოვის ოლქში უკრაინის არმია კონტრშეტევაზე გადავიდა და უკვე რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა მალა როგანის მიმართულებით. ამის შესახებ ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. მისი თქმით, ოკუპანტები იბრძვიან იზიუმის მიმართულებითაც, თუმცა უკრაინელ სამხედროებს იქაც თავდაცვითი პოზიციები აქვთ დაკავებული. „დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალები არა მხოლოდ იცავენ საკუთარ პოზიციებს, არამედ კონტრშეტევაზე გადადიან. მალა როგანის მიმართულებით უკვე გათავისუფლებულია რამდენიმე დასახლებული პუნქტი, ახლა იქ შეტაკებები გრძელდება. ბრძოლები გრძელდება იზიუმის მიმართულებითაც, იქ ჩვენს ჯარებს თავდაცვითი პოზიციები აქვთ დაკავებული“, - განაცხადა სინეგუბოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)