|
2022-03-26 10:14:32, 847 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკისა და დენის შმიგალის მკვლელობის გეგმაში „ვაგნერის“ წევრები იყვნენ ჩართული
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის მკვლელობის გეგმაში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ იყო ჩართული. ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა განაცხადა. „მათ სურდათ მოეკლათ უკრაინის ხელმძღვანელობა: ჩვენი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. ეს იყო მიზანი, ზოგიერთი მათგანი წარუმატებლად გამოგზავნეს უკრაინაში“, - განაცხადა მრჩეველმა და დასძინა, რომ აღნიშნულის მტკიცებულებებს საერთაშორისო სასამართლოს მიაწვდიან. თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, რომ უკრაინული დაზვერვა თვალს ადევნებდა ბოევიკების უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ, რამდენიმე მათგანი უკვე ლიკვიდირებულია. ცნობისთვის, მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე გადაურა 10-ზე მეტ მოკვლის მცდელობას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)