23:53 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-25 17:47:48, 1067 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში გამგეობამ კიდევ ორი ლიფტის რეაბილიტაცია დაასრულა

გლდანის რაიონის გამგეობამ ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში ლიფტების რეაბილიტაცია ორ მისამართზე დაასრულა, ათ მისამართზე კი ამჟამად მიმდინარეობს. - ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

უწყების ცნობით,  მიმდინარე წლის განმავლობაში სამუშაოები კიდევ არაერთ მისამართზე ჩატარდება.

"ლიფტების სრული რეაბილიტაცია მანაგაძის IV ჩიხის N21 კორპუსში და მერვე მიკრორაიონის N1 კორპუსის III სადარბაზოში განხორციელდა. ჯამში, სამუშაოებისთვის 117 820 ლარი დაიხარჯა.

 სამუშაოების შედეგად ლიფტები სრულად რეაბილიტირდა. შეიცვალა, როგორც კაბინა, ასევე მართვის კოლოფი.

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი გაეცნო.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ, ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს." - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics