|
2022-03-25 12:16:01, 1018 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციისთვის ჩაებარებინა
სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთის ფედერაციისთვის ჩაებარებინა ჩვენი ტერიტორიების 20%, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა. „სააკაშვილს ომში საკუთარი გამოცდილება ჰქონდა, გახსოვთ 8-ში დაიწყო ფართომასშტაბიანი მოქმედებები და 10-ში უკვე ცალმხრივად გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ეს არის სააკაშვილის გამოცდილება ომში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ჯარისკაცები გმირულად იბრძოდნენ, არა მარტო ორი დღის, არამედ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მერე გახსოვთ როგორ გაგრძელდა ეს პროცესები, მანამდე რას აკეთებდა, როგორ შემოხაზა ყოფილი სამხრეთ ოსეთის საზღვრები და ა.შ. მას ყველაფრის ფასად უნდა ციხის დატოვება, მას უნდოდა ურისკოდ შემოსულიყო საქართველოში, თუმცა ბუნებრივია ეს ასე ვერ იქნებოდა, მას მოუწევს იმ სასჯელის მოხდა, რომელიც მას აქვს შეფარდებული. როდესაც გვაქვს ის მოცემულობა, რომ ადამიანები აქ არიან ოპოზიციაში და იქ არიან ხელისუფლებაში, ასეთ დროს შესაძლებელია ნებისმიერი წერილის მიღება უკრაინიდან მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)