06:39 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-24 21:12:48, 1040 ნახვა

პოლიტიკა
G7-მა მოუწოდა OPEC-ს გაზარდოს ნავთობისა და გაზის მოპოვება, რათა რუსეთზე დამოკიდებულება შემცირდეს

G7-მა მოუწოდა OPEC-ის ქვეყნებს და ნავთობისა და გაზის სხვა მწარმოებლებს გაზარდონ ენერგორესურსების მიწოდება მსოფლიო ბაზარზე, რათა შემცირდეს დასავლეთის ქვეყნების დამოკიდებულება რუსეთზე.  - ამის შესახებ, ნათქვამია G7-ის სამიტის დასკვნით განცხადებაში, რომელიც დღეს ნატოს შტაბ-ბინაში ბრიუსელში გაიმართა.

„ჩვენ ვდგამთ შემდგომ ნაბიჯებს რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შესამცირებლად და ამ მიმართულებით ერთად ვიმუშავებთ. ამავდროულად, ჩვენ უზრუნველვყოფთ საიმედო ალტერნატიულ და მდგრად მიწოდებას და ვიმოქმედებთ სოლიდარობისა და მჭიდრო კოორდინაციის სულისკვეთებით, მიწოდების შესაძლო შეფერხების შემთხვევაში. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს ვალდებულებას, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ეტაპობრივად შეწყვიტონ თავიანთი დამოკიდებულება რუსული გაზის, ნავთობისა და ნახშირის იმპორტზე“, - ნათქვამია კომუნიკეში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics