|
2022-03-24 14:37:32, 945 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ლიტერატურული ბანაკი დაიწყო
„საქართველოს ბანკი“ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტის მხარდაჭერას განაგრძობს. პარტნიორობის ფარგლებში სპეციალური საჭიროების მქონე პირთა და უმაღლესი სასწავლებლების მოქმედი სტუდენტებისთვის ორგანიზებული ლიტერატურული ბანაკი დაიწყო. ბანაკის მონაწილეებისთვის ჩატარდება სალექციო კურსი ქართული ლიტერატურის, დრამატურგიის, ლიტერატურული ტექსტის ანალიზისა და კრიტიკის თემაზე. ბანაკის ფარგლებში უკვე გაიმართა პირველი ლექციები. პროზაიკოსმა და ჟურნალისტმა, რუსუდან რუხაძემ წაიკითხა ლექცია სახელწოდებით „იცხოვრო, რომ მოჰყვე“, რომელშიც იდეების გენერირებისა და თხრობის, ასევე, ტექსტის აგების ტექნიკაზე ისაუბრა. ლიტერატურის კრიტიკოსმა, ნიკა აგლაძემ ბანაკის მონაწილეებს 21-ე საუკუნის პროზისა და პოეზიის კრიტიკაზე მოუთხრო. მომდევნო დღეებში, დაგეგმილია დრამატურგ ქეთი დევდარიანის ლექცია დრამატურგიის თავისებურების შესახებ. მწერალი დათო ტურაშვილი კი, ბანაკის მონაწილეებს ლიტერატურაში ომის თემასა და პროტესტის მნიშვნელობაზე ესაუბრება. ბანაკის ფარგლებში კინოჩვენებები და დისკუსიები გაიმართება. პროექტის მიზანი ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე სალიტერატურო პროცესში აქტიურად ჩართვის წახალისებაა. ასევე, ამ პროცესში სპეციალური საჭიროებების მქონე პირების ჩართვა და სამომავლო პროფესიული შესაძლებლობების აღმოჩენა. პროექტის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მონაწილეები შერჩეულია არასამთავრობო ორგანიზაცია „მაკ-ჯორჯიას“ მხარდაჭერით და USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამის კონსულტაციების საფუძველზე. პროექტს მასპინძლობს სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“. ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)