|
2022-03-24 14:27:17, 769 ნახვა
პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი - რუსეთის აგრესია უკრაინაზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა
რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელ სამიტზე მოკავშირეები დააფიქსირებენ მხარდაჭერას იმ პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის საფრთხის ქვეშ არიან. „მე იმედი მაქვს, რომ ამ სამიტზე მოკავშირეები ნათლად დააფიქსირებენ მხარდაჭერას იმ პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის მხრიდან საფრთხის ქვეშ არიან და მათ შორისაა საქართველო. ნატო მრავალი წელია რაც ეხმარება საქართველოს, რომ გაატაროს რეფორმები და თავდაცვის სისტემების მოდერნიზება მოახდინოს. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზსს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, ბრიუსელში დღეს ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდნიც დაესწრება. ნატო-ს დღევანდელ სამიტზე ალიანსის წევრები ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალების გაძლიერებაზე შეთანხმდებიან.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)