23:53 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-24 13:41:40, 661 ნახვა

საზოგადოება
ვაკის გამგეობამ მიმდინარე წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს 72 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსა

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამით და მოსახლეობის განაცხადების საფუძველზე, ამ ეტაპზე, 72 სარეაბილიტაციო პროექტია დაფინანსებული. აღნიშნული პროექტებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 2 352 262 ლარი გამოიყო. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კერძოდ, განაცხადების განხილვის შედეგად, ლიფტები 39 მისამართზე, წყალარინების ქსელები - 11 მისამართზე რეაბილიტირდა. კორპუსების გადახურვა - 8 მისამართზე განხორციელდა, 6 მისამართზე კი წყალსაწრეტი მილები დამონტაჟდა. გარდა ამისა, 2 მისამართზე კორპუსების სართულშუა ნაპრალებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, 4 მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეები განახლდა, 2 მისამართზე კი, სადარბაზოს კარი გამოიცვალა.    

"სხვადასხვა სამუშაოების განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5% - 10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.

ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა." - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics