|
2022-03-23 12:47:48, 850 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი - ვლადიმერ პუტინმა ჩერნიგოვზე სპეციალური ფსონი დადო
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე განსაკუთრებული ფსონი დადო, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ განაცხადა. „მარიუპოლში მყოფ მოსახლეობას ოკუპანტებმა შეგნებულად შეუქმნეს ისეთი პირობები, რომლითაც მათ არ შეუძლიათ ქვეყნიდან გასვლა, სამაგიეროდ მიჰყავთ ისინი რუსეთში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თითქოს უკრაინელებს ეს უხარიათ. უკრაინის ტერიტორიიდან გაძევებულ უკრაინელებს შეუძლიათ დაბრუნდნენ, სხვა ქვეყნების გავლით, მაგალითად, საქართველოს“, - განაცხადა მან. გერაშენკომ დასძინა, რომ ჩერნიგოვში ძალიან საგანგაშო სიტუაცია შეიქმნა. „ოკუპანტემა ღამით დესნაზე ხიდი გაანადგურეს. არსებობს ინფორმაცია, რომ მტერმა იქ მძიმე ტექნიკის შეყვანა დაიწყო. სავარაუდოა, რომ პუტინმა ამ ქალაქზე სპეციალური ფსონი დადო“, - განაცხადა გერაშენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)