01:08 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-23 12:04:54, 573 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე - ექვსი დღეა შესაბამისი სამსახურები დედაქალაქის გზებს 24-საათიან რეჟიმში წმენდენ

დედაქალაქში გადაუღებელი თოვის პარალელურად, შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად შეფერხებებისა, ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი არ გაჩერებულა.

„დედაქალაქში მარტისთვის უჩვეულო დიდთოვლობაა. თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გარკვეულ შეფერხებები შეიქმნა, თუმცა, „თბილსერვის ჯგუფი“, გამგეობებისა და კონტრაქტორი კომპანიების თანამშრომლები მობილიზებული იყვნენ.  დაიყარა 5 000-მდე ტონა ტექნიკური მარილი. გაწმენდის სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს. დარჩენილია მეორადი ქუჩები, შესახვევები, სადაც ვაწყდებით პრობლემებს. მაგალითად, ზოგ ადგილას ავტომობილები არის გაჩერებული და სპეციალურ ტექნიკას მუშაობაში უშლის ხელს. შეფერხებას გადაუღებელი თოვაც უშლის ხელს, თუმცა, განვაგრძობთ სამუშაოებს. ამ დრომდე, ცენტრალურ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არ გაჩერებულა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, „თბილსერვის ჯგუფისა“ და რაიონების გამგეობების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო „თბილსერვის ჯგუფის“, „ეკოსერვისისა“ და გამგეობების თითოეულ თანამშრომელს. ასევე, მადლობა ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, რომელიც ახლაც ქუჩაშია და გაწმენდის სამუშაოებშია ჩართული. ვცდილობთ, თითოეული ქუჩა და ჩიხი გავწმინდოთ, თუმცა, მოქალაქეები თუ დაგვეხმარებით და საკუთარი სახლების ირგვლივ გაასუფთავებთ გზას, მადლობელი ვიქნებით. ამის უამრავი მაგალითიც არსებობს. მადლობა ამ ადამიანებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics