12:19 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-22 21:35:44, 849 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთი 100 000 უკრაინელი ლტოლვილის მისაღებად ემზადება

საფრანგეთმა წამოიწყო ეროვნული გეგმა, რათა მოემზადოს საცხოვრებელი სახლი სულ მცირე 100,000 უკრაინელი ლტოლვილისთვის. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა 22 მარტს, ჟურნალისტებს განუცხადა.

„უფრო და უფრო მეტი მათგანი [უკრაინელი] თავშესაფარს პოულობს საფრანგეთში ან ტრანზიტით გადის ჩვენს ტერიტორიაზე“, - განაცხადა ჟან კასტექსმა უწყებათაშორისი კრიზისული შეხვედრის შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მისივე ცნობით, ომის დაწყებიდან საფრანგეთში 26 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ჩავიდა. მათ შორის 10 500-მა დროებითი ბინადრობის უფლება მოიპოვა, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირის 3 მარტს ამოქმედებული დროებითი დაცვის პოლიტიკით.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ასევე პირობა დადო, რომ დაეხმარება უკრაინელ ლტოლვილებს საფრანგეთის სამუშაო ბაზარზე უკეთესად ინტეგრირებასა და ფრანგული ენის კურსებით უზრუნველყოფაში.

„ჩვენ შევდივართ კრიზისში, რომელიც გაგრძელდება. უკრაინელი მეგობრების ყველაზე თბილი მიღება ჩვენი ქვეყნის პატივია“, - დასძინა ჟან კასტექსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics